"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით სპორტის სამინისტროს საშტატო ნუსხა და შრომის ანაზღაურება დამტკიცდა.
დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის შალვა გოგოლაძის ხელფასი 12 410 ლარი იქნება, ანუ წელიწადში თითქმის 149 ათასი ლარი. მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება 10 950 ლარით განისაზღვრა, ხოლო მოადგილის მცირედით ნაკლები - 10 585 ლარი.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მიეცეს თანხმობა სპორტის სამინისტროს, განსაზღვროს საქართველოს სპორტის სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდი, ამ განკარგულების შესაბამისად", - წერია კობახიძის მიერ 27 აგვისტოს ხელმოწერილ განკარგულებაში.
მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტროები გაიყო.




























