თბილისში, საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან მდებარე „აგროჰაბის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან მდებარე „აგროჰაბში“ ხანძარი გაჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ შენობაში აგრეგატს გაუჩნდა.




























