მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სპორტულ ფედერაციებს ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული რამდენად მნიშვნელოვანია მასობრიობა“ - ტარიელ ხეჩიკაშვილი

IBERIA

„სპორტულ ფედერაციებს ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული რამდენად მნიშვნელოვანია მასობრიობა,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, BMGTV -ის გაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მასობრიობა არის წინაპირობა, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი სპორტსმენი გაიზარდოს. გარდა ამისა სპორტში ჩართულობა ჯანსაღ თაობას ნიშნავს და შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს ჯანდაცვაზე ნაკლები დანახარჯი ექნება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი ასევე გამოწვევად მიიჩნევს ხელმისაწვდომობას სპორტულ ინვენტარზე და ინფრასტრუქტურაზე.

„ფასანაურში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპორტდარბაზამდე მისასვლელად ბავშვებს ავტობუსი დაუნიშნა, სპორტული ინვენტარი კი  სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა გადასცა. ამიტომ მნიშვნელოვანია სინერგია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რომ ხელმისაწვდომობა გავზარდოთ,“ - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი 1000 ბავშვს საშუალებას მისცემს ცურვა უფასოდ შეისწავლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები