მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify რეკორდულ მოგებაზე გავიდა

spotify

მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმა Spotify, რომელიც ინდუსტრიის პიონერი და ლიდერია, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მოგებაზე გავიდა, რომელმაც 197 მილიონი ევრო შეადგინა.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სამ თვეში კომპანიამ 3.6 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 600 მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით.

Spotify-ს ამჟამად 615 მილიონი აქტიური და 239 მილიონი პრემიუმ მომხმარებელი ჰყავს, ამ მაჩვენებლით კი ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუსიკალური პლატფორმაა.

2006 წელს შვედეთში დაფუძნებული კომპანია საფონდო ბირჟაზე 61 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის ისევ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდა-განვითარებას.