მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 28.2% - NCDC

6155bb26d7dd5
ინგა მურუსიძე
30.09.21 19:35
342
30 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 785 862 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ს ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 981 624 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.6%; სრულად ვაქცინირებულია 804 238 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.2 %.

29 სექტემბერს მხოლოდ 10 347 ადამიანი აიცრა.

საქართველოში იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი" და სინოვაკი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები