მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრული ფასის მითითება კარგი იქნება, რადგან ხშირად მომხმარებლები, ფასის გამო გაურკვევლობაში ვარდებიან - "მაჭახელა"

მაჭახელა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. კერძოდ, რესტორნებს ვალდებულება ექნებათ, რომ მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით მიუთითონ.

როგორც რესტორან „მაჭახელას“ დამფუძნებელი, ვანო სტურუა BM.GE-სთან აცხადებს, ახალი დადგენილება რესტორნებისთვის ცუდი არ იქნება, რადგან ხშირად მომხმარებლები საბოლოო ფასის გამო გაურკვევლობაში ვარდებიან.

„სიმართლე გითხრათ, ახალ დადგენილებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები, მეტწილად ტურისტები ფასის გამო გაურკვევლობაში ვარდებიან. ისინი მენიუში არ კითხულობენ ხოლმე ფასი დღგ-ს ან მომსახურების საკომისიოს მოიცავს თუ არა და ამის გამო, ხშირად პრობლემებიც გვქონია.

საბოლოო ჯამში, რესტორნებისთვის ახალი დადგენილება ცუდი არ იქნება. ბევრ რესტორანს მენიუში არც პროცენტი და არც მომსახურების საკომისიო არ შეჰყავს. ჩვენთან, მაგალითად დღგ უკვე შესულია, მომსახურების საკომისიოც შევა და ამაზე არანაირი პრობლემა აღარ იქნება,“- აცხადებს სტურუა.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე - 13 შეთანხმება გაფორმდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები