მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრული ფინანსური და ბუღალტრული სერვისი Kudos Georgia-ში

ფინანსური და ბუღალტრული
26.02.24 16:20
315

კომპანიის მენეჯერები ყოველდღიურად უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან: ფიქრი ახალ პროექტებზე, გუნდური მოტივაციის შენარჩუნებასა თუ დოკუმენტების წარმოებაზე. ასეთ რთულ და დაძაბულ გარემოში ნამდვილად დიდი ფუფუნებაა გვერდში ისეთი კომპანია გყავდეთ, რომელიც ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის თავის ტკივილს აგარიდებთ.

ვინაიდან ფინანსური ანალიზი და ბუღალტრული დოკუმენტების სწორად წარმოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, უმჯობესია ეს საქმე პროფესიონალმა ჩაიბაროს. ქართულ რეალობაში ამ ტიპის სამუშაო ე.წ in-house თანამშრომელს ევალება ხოლმე, მაგრამ კომპანიის ზრდასთან ერთად შეცდომების დაშვების შანსი გაცილებით იზრდება. ამიტომ, გონივრული იქნება კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე ეს საქმე არა პროფესიონალს, არამედ პროფესიონალთა გუნდს მიანდოთ, რომლებსაც ბუღალტერია (იხ.გვერდი) ხელოვნების დონემდე ჰყავთ აყვანილი.

სწორედ ასეთი ორგანიზაციაა Kudos Georgia. ის კომპანიებს სრულ ბუღალტრულ და ფინანსურ მომსახურებას უწევს. კომპანია მიზნად ისახავს დამკვეთებს არა მხოლოდ სტანდარტული ბუღალტრული სერვისი მიაწოდონ, არამედ დაეხმარონ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და შესთავაზონ ფულადი ნაკადების სიღრმისეული ანალიზი.

და რაც მთავარია, გულუხვად მიაწოდონ პროფესიული რჩევები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ათობით კომპანიასთან თანამშრომლის შედეგად დაუგროვდათ.

ქუდოსის სერვისების მცირე ჩამონათვალი:

  • სრული ბუღალტრული მომსახურება
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • საგადასახადო აუდიტი & ანალიზი
  • საინვესტიციო ბანკინგი
  • დამფუძნებლის წარმომადგენლობა
  • დიუ დილიჯენსი
  • მენეჯმენტის კონსულტაციები
  • სრული საშემფასებლო მომსახურება: უძრავი ქონების შეფასება, მოძრავი ქონების შეფასება, ბიზნესის შეფასება, აქტივების შეფასება და ა.შ.
  • და სხვა

კომპანია ცდილობს სწორედ ამ მიმართულებებით დაამკვიდროს სტანდარტი ქართულ და უცხოურ ბაზრებზე. სტანდარტებში კი იგულისხმება კონკრეტული მიზანი - გახდეს ქართული ბრენდების ფინანსური წარმატების ერთ-ერთი საშუალება.

მრავალმხრივი კონსულტაცია

ქუდოსის გუნდი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს როგორც მსხვილ, ასევე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. სერვისის მიღებამდე, უმჯობესია ჩანიშნოთ კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ამის შემდეგ კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი შეისწავლის თქვენს საჭიროებას და მოგცემთ რჩევას თუ როგორ შეგიძლიათ გადაჭრათ პრობლემა. კონსულტაციის შემდეგ, საშუალება გექნებათ გაიგოთ თუ რამდენად გჭირდებათ ესა თუ ის მომსახურება.

როგორ დავუკავშირდეთ ქუდოსს?

თუ ფინანსებთან, ბუღალტერიასთან ან მენეჯმენტთან დაკავშირებული კითხვები გაწუხებთ, მაშინ შეგიძლიათ გადახვიდეთ ვებსაიტზე და დატოვოთ შეტყობინება ქუდოსის საკონტაქტო ფორმაში. ასევე, მარტივად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვებსაიტზე მითითებულ ნომერზე: +995 322 10 34 10 ან მეილზე: services@kudos.ge.