ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, რომელიც რანდენიმე დღის წინ სხვა ევროდეპუტატებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და პროდასავლურ დემონსტრაციას შეუერთდა, X-ზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
"დღეს საქართველოს პარლამენტს, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად შედგა, საქართველოსთვის ახალი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი პრეზიდენტის არჩევა სურს, როდესაც ყოველდღიურად ქართველი ხალხი დემონსტრაციებს აწყობენ და დემოკრატიასთან და ევროპასთან მათ კავშირს ახსენებენ. ჩემი სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს", - წერს ევროპარლამენტარი.