მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ საკუთარ რეგიონალურ ფილიალებში, ოპერირების ახალი სტანდარტი დანერგა

კოლა
BM. GE
13.11.23 11:44
648

სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, საკუთარ რეგიონალურ ფილიალებში, ოპერირების ახალი სტანდარტი დანერგა.

პირველ ეტაპზე აჭარაში - ქალაქ ბათუმში შეიქმნა სადისტრიბუციო ჰაბი, რომელიც გამოიყენებს პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხების ახალ სტანდარტებს და შესაბამისად, მოხდება დანახარჯების მართვის ეფექტური გადანაწილება. აჭარის მაგალითზე მოხდება სხვა რეგიონალური სადისტრიბუციო წერტილების განახლება და გადაიარაღება.

მართებულმა საკადრო პოლიტიკამ, თანამშრომლებისთვის სპეციალურად შექმნილმა სასწავლო პროგრამებმა, „კოკა-კოლა“-ს სტანდარტებით გათვალისწინებული სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავებამ და ტექნიკურმა გადაიარაღებამ ერთობლივად, ჩვენი თანამშრომლებისთვის უზრუნველყვეს უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც კომპანიისთვის პრიორიტეტულია. მოხდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება, სისტემატურად ახლდება ინფრასტრუქტურა.

გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა აერთიანებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რომელიც გვეხმარება მინიმალური რესურსების გამოყენებით, შეზღუდულ დროში მაქსიმალური შედეგის მიღებაში. გვიადვილებს მომხმარებელთან კომუნიკაციას, უკუკავშირის დამყარებას და შესატყვისი რეაგირების მოხდენას.

ახალ სივრცეში გარანტირებულია სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რომელიც მიიღწევა დასაწყობების მეთოდების დახვეწითა და შესატყვისი ტემპერატურული რეჟიმების უზრუნველყოფით.

ეს ეხება როგორც ფიზიკურ გარემოს სადაც მათ უწევთ მუშაობა, ასევე იმ მოდელს და პრინციპებს რითაც მუშაობენ, პროგრამებს რასაც ისინი იყენებენ და რისი მართვაც და გამოყენებაც ყველა თანამშრომელმა იცის , განვითარების პერსპექტივას რაც თანამშრომლებისთვის მოტივაციაა.

კომპანია „კოკა-კოლა“-ს მიერ აღიარებული გარემოს დაცვითი სტანდარტების დაცვა სამუშაო ეთიკის განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც გვეხმარება ბუნებრივი რესურსების ყაირათაინ მოხმარებაში, შესაფუთი მასალების ხელახალ გამოყენებაში, მიღწეულია ენერგოეფექტურობა თანამედროვე დანადგარების საშუალებით.

ახალი სტანდარტი უზრუნველყოფს საოპერაციო გამჭვირვალობას და ეფექტიანობას, ოპტიმიზირებულ სამუშაო გრაფიკს და დასაქმებულთა კომფორტის შექმნას. სამუშაო სივრცეში გაუთვალისწინებელი შემთხვევების სწორ და სწრაფ მართვასა და ყველა ძირითადი საფრთხის გათვალისწინებას .

სადისტრიბუციო კომპანიის შეფასება, ავტორიზება და სტატუსის განსაზღვრა მოხდება რისკების კატეგორიიდან და აუდიტის ანგარიშის შესაბამისად . ამ ყველაფრის სისტემატური სახე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს პროგრესი იყოს სულ მზარდი და არ შეჩერდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები