მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სტაბილური ეროვნული ვალუტა ლარში დაგროვების პოტენციალს კვლავინდებურად ზრდის ” - ალექსანდრე ძნელაძე

636b763804790
თათია კაკიაშვილი
09.11.22 22:45
648
“სტაბილური ლარი კვლავინდებურად ზრდის ლარში დაგროვების პოტენციალს,” – ამის შესახებ BMG-ის საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

ძნელაძის თქმით, მოსახლეობის ნაწილს, ვინც თანხას ანაბარზე აგროვებს, ყველაზე მეტად უნდობლობა არასტაბილური ლარის გამო აქვს, ამიტომ დანაზოგების გაკეთებას ხშირად უცხოურ ვალუტაში ცდილობენ, კომერციულ ბანკებს კი ამ შემთხვევაში მაღალი საპროცენტო განაკვეთი არ აქვს.

„შეგროვების ნაწილთან მიმართებაში საგადასახადო შეღავათების დაწესება, როგორებიც უცხოეთში არსებობს, ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობდა. დღეს ამის მიუხედავად საქართველო შემგროვებელი ქვეყნების სიას უკვე უერთდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სტაბილური ლარი კვლავინდებურად ზრდის ლარში დაგროვების პოტენციალს და ხელს უწყობს, რომ არა მხოლოდ კომპანიებმა, არამედ მოსახლეობამაც თავისი დანაზოგი ლარში დააგროვოს,” - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

რაც შეეხება მოსახლეობის ცნობიერებას დანაზოგებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, თუკი ფინანსური განათლების დონე მოიმატებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით უფრო ნაკლები იქნება გასაკეთებელი.

“ამ საკითხს ვუყურებთ, როგორც მონეტის ორ მხარეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ მხარეს ფინანსური განათლებაა და მეორე მხარეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს მომხმარებელი, რომელსაც არ შეეშინდება, რომ სესხი აიღოს. მოსახლეობის ცოდნის დონე უნდა გაიზარდოს და აქ სხვადასხვა სეგმენტზეა საუბარი. მოსწავლეები, სტუდენტები, ხანდაზმულები, პენსიონერები, აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს საბანკო და საფინანსო სექტორის მომხმარებელია და ეს რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური განათლება იქნება მაღალი ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით უფრო ნაკლები იქნება გასაკეთებელი,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის 66.7% აქტიური დამზოგველია, თუმცა, მათგან მხოლოდ 33.1% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები