მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტამბა", "ჰოლიდეი ინნ" – "აჭარა ჯგუფი" თბილისის რესტორნების შიდა სივრცეებს დროებით ხურავს

5e6df928924aa
BM.GE
15.03.20 13:43
5213
"აჭარა ჯგუფი", მისი მართვის ქვეშ არსებული თბილისის სასტუმროების რესტორნების, ლაუნჯებისა და ბარების მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ "აჭარა ჯგუფი" Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

"ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისად, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ დამატებითი ზომები და თბილისის სასტუმროებში არსებული შიდა თავშეყრის სივრცეებში (რესტორნები, ლაუნჯი და ბარები) დროებით შევაჩერეთ მუშაობა.

ამასთანავე, ღია სივრცეში არსებული რესტორნები, მათ შორის ლოლიტა, გააგრძელებენ ჩვეული განრიგით ოპერირებას.

მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ Wolt-ის აპლიკაციით და შეუკვეთონ კერძები Lolita-ს, Shio Ramen-ისა და Holiday Inn Tbilisi-ის რესტორნების მენიუებიდან. მალე, ამ ჩამონათვლს Cafe Stamba-ს მენიუც დაემატება, რის თაობაზეც მოგვიანებით შეგატყობინებთ", – ნათქვამია "აჭარა ჯგუფის" განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები