მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტამბოლში ქართული ღვინო 15-მა კომპანიამ წარადგინა - ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინო

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ღონისძიება Georgian Wine in Focus-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. ღონისძიება, რომელიც მასტერკლასსა და დეგუსტაციას მოიცავდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით ჩატარდა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას ღვინის პროფესიონალები, შემსყიდველები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

"ასოციაცია "ქართული ღვინო", ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლიდან სისტემატურად და წარმატებით ოპერირებს თურქეთის ბაზარზე. თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება ქართული ღვინის მიზნობრივი წარდგენა, რაც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ბაზარზე პოზიციონირების გამყარებასა და ექსპორტის გაზრდას", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესრელიზში.

ცნობისთვის, ქართული ღვინის თურქეთში ექსპორტი სტაბილურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 480 ათასი აშშ დოლარის ღირებულის ღვინო, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

2025 წელს კი თურქეთში 1.65 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, ბოლო წლების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  • 2024 - $1.7 მლნ;
  • 2023 - $986.8 ათასი;
  • 2022 - $384.1 ათასი;
  • 2021 - $242.8 ათასი;
  • 2020 - $59.4 ათასი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები