SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის ქსელმა, Starlink-მა, გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. უახლესი მონაცემებით, კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით უკვე 10 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
არსებული ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში სისტემის ზრდის ტემპი სტაბილურად მაღალია, კერძოდ, Starlink-ი ყოველდღიურად საშუალოდ 20 ათასამდე ახალ აბონენტს იძენს. მომსახურების არეალის გაფართოება ქსელის ტექნოლოგიურ მდგრადობისა და კავშირის მაღალი სიჩქარის დამსახურებაა.
გლობალური ზრდის ტემპი კომპანიის სერვისებზე არსებული მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული. Starlink-ი მაღალსიჩქარიან ინტერნეტკავშირს ისეთ რთულად მისადგომ რეგიონებს, საზღვაო ხომალდებსა და საჰაერო ტრანსპორტს აწვდის, სადაც ტრადიციული პროვაიდერების ინფრასტრუქტურა ხელმიუწვდომელია.
ცნობისთვის, აღნიშნული ქსელი ილონ მასკის SpaceX-ის საკუთრებაა, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე განთავსებულ 10,000-მდე მცირე ზომის თანამგზავრს იყენებს.




























