ილონ მასკის Starlink-მა, რომელიც სატელიტური ინტერნეტის პროვაიდერია, მექსიკის მთავრობასთან $90 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც მექსიკა Starlink-ით უფასოდ სარგებლობას 2026 წლის ბოლომდე შეძლებს - ინფორმაციას Reuters-ი მექსიკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მექსიკის ციფრული სტრატეგიების კოორდინატორმა განაცხადა, მასკის კომპანიამ სახელმწიფო ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ Starlink-ი ერთ-ერთი იქნება იმ 9 კომპანიიდან, ვისგანაც მექსიკა უფასო ინტერნეტს მიიღებს.
კონტრაქტის თანახმად, Starlink-ი მექსიკას სატელიტური ინტერნეტის მისაღებად საჭირო ინფრასტრუქტურასაც მისცემს.
შეგახსენებთ, რომ Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ორი კვირაა, რაც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. განსხვავებით მექსიკისგან, აქ ილონ მასკს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია და, შესაბამისად, ფინანსური პირებისთვის სატელიტური ინტერნეტით სარგებლობა პირველ თვეს 2175 ლარი უჯდება, ყოველ მომდევნო თვეს კი - 160 ლარი.