მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starring Georgia - რამდენი მლნ იხარჯება წელს კონცერტებზე?

645e8e615cf49
ალა ისპირიანი
12.05.23 21:24
1989
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, ორწლიანი ღონისძიებების ბიუჯეტი ჯამში 70 მილიონ ლარს მოიცავს. როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა წელს უკვე 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.

"წლის ბოლომდე დამატებით ღონისძიებები დაემატება, რაც ბიუჯეტს 25-30 მილიონ ლარამდე გაზრდის. ასევე, წელს მხოლოდ Starring Georgia-ს ფარგლებში ველოდებით 150 000 სტუმარს და 150 მილიონი ლარის დამატებით შემოსავლებს ტურიზმის მიმართულებით", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ "Black Sea Arena“-მ საქართველოში მასშტაბური კამპანია - „Starring Georgia“ დაიწყო. როგორც ითქვა, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები