მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Starring Georgia-ს დირექტორს, რომელიც აქამდე უმუშევარი იყო, შარშან მამამ ₾80 000-ზე მეტი ჩაურიცხა

ბლექ სი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena და თბილისის ფილარმონია კულტურის სამინისტროს ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაციის მართვასა და განკარგვაში გადავიდა და ერთ კომპანიად, Starring Georgia 2024 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა, რომლის დირექტორის თამარ ჩხაიძეა.

ჩხაიძემ პირველი დეკლარაცია 2025 წლის იანვარში შეავსო, რომლის მიხედვითაც ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

ამ დრომდე საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზის ბლექ სი არენას დირექტორის ანაზღაურება თვიურად 7 426 ლარი იყო. უცნობია, რამდენია ახალი გაერთიანებული კომპანიის დირექტორის ხელფასი.

შპს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორმა, თამარ ჩხაიძემ 2025 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახა, რომ მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში მამისგან, ავთანდილ ჩხაიძისგან, სხვადასხვა თარიღით განხორციელებული პირადი გადარიცხვების სახით ჯამში 80 000 ლარზე მეტი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, გადარიცხვების ოდენობა მერყეობს 6 000-დან 13 000 ლარამდე და თანხები განაწილებულია 11 სხვადასხვა ტრანზაქციაზე. მაგალითად, 13 000 ლარი ჩხაიძემ მამისგან ერთიანად მიიღო, რაც დეკლარაციაში ყველაზე დიდი ერთჯერადი გადარიცხვაა.

თარიღი (დეკლარაციაში არ არის მითითებული კონკრეტულად) თანხა (GEL)
გადარიცხვა #1 7,000
გადარიცხვა #2 7,000
გადარიცხვა #3 7,000
გადარიცხვა #4 6,000
გადარიცხვა #5 7,000
გადარიცხვა #6 7,000
გადარიცხვა #7 13,000
გადარიცხვა #8 7,500
გადარიცხვა #9 7,500
გადარიცხვა #10 7,500
გადარიცხვა #11 7,000

დეკლარაციის მიხედვით, ანაზღაურებადი სამუშაო არც მას და არც მის მეუღლეს 2024 წელს არ შესრულებიათ.

უძრავი ქონება

  • თამარ ჩხაიძეს საკუთრებაში აქვს თბილისში, ლისის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის, 243 კვ.მ-ის ბინა, რომელიც 275 730 დოლარად აქვს შეძენილი 2022 წელს;
  • იმავე მისამართზე აქვს 2024 წელს ნაყიდი 2 სარდაფი და 1 სარდაფი ხომლის ქუჩაზე, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 10 000 დოლარს აღწევს;
  • მეუღლე ვასილ ვაშაკიძე ფლობს ხომლის ქუჩაზე 74 კვ.მ. ბინას, რომელიც 2018 წელს 42 490 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციაში მითითებული გასავალი

10,260 USD (უძრავი ქონება)
3,917.16 GEL (სესხების მომსახურება)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები