მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starship-ის მე-10 საცდელი ფრენა 24 აგვისტოს განხორციელდება

სატესტო ფრენა
BM. GE
17.08.25 22:00
229

წამყვანმა ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა დააანონსა, რომ მისი ზე-მძლავრი რაკეტის, Sparship-ის მე-10 საცდელი ფრენა 24 აგვისტოს განხორციელდება. კომპანიამ სახელმწიფო რეგულატორისგან თანხმობა მას შემდეგ მიიღო, რაც წარუმატებლად დასრულებული მე-9 ფრენის შესახებ გამოძიება დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ტეხასში დაგეგმილი ფრენა SpaceX-ის მიერ წელს განხორციელებული რიგით მე-4 გამოცდა იქნება. ამჯერად, ერთ-ერთი მიზანი Starship-ის ამწევი რაკეტის, ე.წ. Super Heavy Booster-ის გაზრდილი შესაძლებლობების გამოცდა და იმის გარკვევა იქნება, რამდენად წარმატებით მოახერხებს ის მიწაზე დაბრუნებას. რაც შეეხება რაკეტის ზედა ნაწილს, მასში პირველად განთავსდება ტვირთი და დადგინდება, რამდენად შესაძლებელია მისი მართვადი დაშვება მექსიკის ყურეში.

რიგით მე-10 ფრენა ილონ მასკის კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 27 მაისს, წარუმატებლად დასრულებულმა გამოცდამ და ივნისის თვეში, ხომალდის აფრენამდევე აფეთქებამ კოსმოსური ფრენების ლიდერის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა. ვითარების გამოსასწორებლად SpaceX-მა Starship-ის დიზაინში მცირედი საჭირო შესწორებები შეიტანა და აფრენამდე ხომალდის შემოწმების ახალი ინსტრუქცია შეადგინა. ახლა მსოფლიოს ყურადღება 24 აგვისტოსკენ და სამხრეთ ტეხასისკენაა მიმართული. კომპანიაში მოელიან, რომ მე-10 ფრენა ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები