მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური კურსია მნიშვნელოვანი"- Kernel

ბექა დალაქიშვილი

Kernel-ის თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი BM.GE-სთან სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი განვითარებისთვის ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური კურსია მნიშვნელოვანი.

მისი განმარტებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, როდესაც ეკოსისტემამ აქტიურ ფაზაში დაიწყო განვითარება, სტარტაპებმა დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციები მოიზიდეს. ამასთან, Kernel-ის თანადამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე ეკოსისტემაში 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ის რეგიონში ყველაზე მიმზიდველი რეგიონია.

„ბოლო 10 წელია, რაც ეკოსისტემამ განვითარება დაიწყო. მანამდე ფაქტობრივად არაფერი არ არსებობდა. ეკოსისტემაში 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ქვეყანა რეგიონში ყველზე მიმზიდველი და მზარდი ეკოსისტემაა. ვგულისხმობ, ახლო აღმოსავლეთ ევროპას. ეს იქნება ყირგიზეთი, ყაზახეთი და ა.შ. თუმცა, ყველაფერს დრო სჭირდება. ქვეყანას რეპუტაცია აქვს მაღალი შესაბამისად, მომდევნო წლებში ეს ზრდა შესამჩნევი იქნება.

ჯამში მილიარდზე მეტი თანხაა ეკოსისტემის მიერ ქვეყანაში მოზიდული. NGO ინვესტორი საქართველოში იყო "აქსელი", რომელიც ქართველ "ენჯელებს" აერთიანებს. ასევე, რამდენიმე ვენჩურული ფონდია, რომელიც ქართველ სტარტაპებში ფულს დებს. საქართველო საკმაოდ პატარაა და მას, როგორც რეგიონის ჰაბად აღიქვამენ.

მიმართულება, თუ როგორც ვითარდება ეკოსისტემა არის ძალიან კარგი. თუმცა, ბოლო პერიოდში ეკონომიკური არასტაბილურობა და ქვეყნის კურსი პოტენციურად ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის სექტორს. თუმცა ამის პარალელურად, კომპანიები საერთაშორისო ბაზრებზე გადიან, ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ და საერთაშორისო ინვესტორებიც დაინტერესდნენ. მიმართულება კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს და ქვეყანას ეკონომიკური კურსი ჰქონდეს“,- ამბობს დალაქიშვილი.

Kernel-ის თანადამფუძნებელი საერთაშორისო დახმარებების როლზეც ეკოსისტემის განვითარებისთვის საუბრობს, სადაც აცხადებს, რომ GITA- გრანტები, რომელიც მთლიანად მსოფლიო ბანკის ორგანიზებული, ასევე USAID და სხვა ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემის განვითარებაში. ამასთან ის ადამიანები, რომლებიც წარმატებას აღწევენ შემდეგ მოდიან და საქართველოში სხვა სტარტაპებს უზიარებენ გამოცდილებებს.

დალაქიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ განვითარების მიუხედავად, ჯერ კიდევ შორი გზაა სამიზნე წერტილამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები