მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრება წელს თბილისში გაიმართება

Startup Summit

საქართველოს სტარტაპ სამიტი 2025 წლის 19 და 20 ივნისს სტარტაპებს, ანგელოზ თუ გლობალური ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებს, ახალგაზრდა მეწარმეებსა და ეკოსისტემის ლიდერებს გააერთიანებს ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარებისთვის.

შერჩეულ სტარტაპებს შანსი ექნებათ მიიღონ მონაწილეობა სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნულ შეჯიბრებაში, რომლის გამარჯვებულიც გაემართება სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე, საქართველოს გლობალურ სცენაზე წარსადგენად.

სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა 100-ზე მეტი ქვეყნის გამარჯვებულის წინააღმდეგ იბრძოლოს 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციისთვის Pegasus Tech Ventures-ისგან, რომელიც მხარს უჭერს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების განვითარებას, როგორიცაა SpaceX, 23andMe, და სხვა.

წინა წლების გამარჯვებულებმა, Theneo, Artisio და Telagri დაამტკიცეს, რომ საქართველოდან შესაძლებელია გლობალურ სცენაზე წარმატების მიღწევა: მათ მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, გაიმარჯვეს ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა Web Summit, და მოიზიდეს მილიონობით დოლარის ინვესტიცია.

საქართველოს სტარტაპ სამიტი გაიმართება 19 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) — სამხრეთ კავკასიის პირველ უნივერსიტეტში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სიმბოლოდ ქცეულ სივრცეში.

რას უნდა ელოდოთ 2025 წლის სამიტზე?

19 ივნისი:

- ვორქშოპები ფანდრეიზინგის, იურიდიული საკითხების, ოპერაციების მართვის
შესახებ (შეზღუდული რაოდენობით);
- საჯარო გამოსვლები, პანელური დისკუსიები და fireside საუბრები (სპიკერები
მალე დაანონსდებიან);
- გამოფენა და ნეთვორქინგი;
- Startup World Cup Georgia ფინალი — ტოპ 10 სტარტაპის გამოსვლა;
- დღის დახურვა VIP მიღებით.

20 ივნისი:

- შერჩეული ინვესტორებისთვის — სიღრმისეული განხილვები ვენჩურული კაპიტალის
და ინვესტირების მომავალზე.

ღონისძიებაზე დასწრების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე
Early bird ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის სტარტაპებმა უნდა შეავსონ განაცხადი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ startupconnect.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები