მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპების მხარდასაჭერად ჯამში 26 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება - GITA

6276374aeae3f
ალა ისპირიანი
07.05.22 13:02
1768
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, გადაცემა “Bmg Drive” –ში საგრანტო პროგრამებზე ისაუბრა და თქვა, რომ სტარტაპების მხარდასაჭერად 26 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ზოგადად ფინანსური ტექნოლოგები ძალიან დიდი მიმართულებაა, სადაც ერთ -ერთ ყველაზე საინტერესო ინოვაციური იდეები იქმნება. მნიშვნელოვანია რომ „ფინტეკის“ [ფინანსური ტექნოლოგიების] მიმართულებით ყოველთვის ხარისხობრივად ძლიერი გუნდია. რაოდენობრივად კი საინფორმაციო ტექნოლოგიები უფრო ჭარბობს, რადგან ამ მიმართულებით ძალიან დიდი ბაზარია და  დიდია კონკურენციაც. ასევე გვაქვს საინტერესო იდეები: მექანიკური ინჟინერიის, ბიოტექნოლოგიების, ენერგეტიკის, მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებაა მეტ -ნაკლებად, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიები უფრო მარტივია.

პანდემიამ ამ მიმართულებით ის შეცვალა, რომ უფრო მეტი იდეები შემოდის, რომელიც მათ შორის ტრადიციულ ბიზნესს ინოვაციურობაში ეხმარება. მაგალითად გაციფრულებაში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ გაციფრულება, ესაა ინოვაციური პროცესის დანერგვა, რაც მათ შორის ტრადიციული სექტორში მომუშავე კომპანიებს თვისობრივად ახალ შესაძლებლობას მისცემს.

2018 წლიდან დავიწყეთ სტარტაპების დაფინანსება და ჯერ 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა იყო.  2019 წელსვე 650 000 ლარიანი პროგრამა დავაწიეთ. ორივე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჯამში 26 მლნ ლარზე მეტი თანხის კონტრაქტია გაფორმებული. ეს სრულად გადარიცხული არ არის და ეტაპობრივად ხდება სტარტაპების მხარდაჭერა. მთლიანობაში ეს არის 26 მლნ ლარის ღირებულების თანხა რომელიც სახელმწიფომ პირდაპირ შეიტანა სტარტაპებში", - განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები