მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპი CARTUNE - ი მძღოლების ცხოვრების გასამარტივებლად

63f757ca126d4
BM.GE
23.02.23 16:08
759
თანამედროვე ბიზნეს ეკოსისტემაში სტარტაპერები უკვე არც ისე ცოტა ხანია, გამოჩდნენ და მათი ინოვაციური იდეები ამ ინდუსტრიაში ნელ-ნელა თამაშის წესებს ცვლის, ახალ პროდუქტებს ქმნის და ყოველდღიურობას ამარტივებს. ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება თიბისიც, რომელმაც წლებია, პროგრამა სტარტაპერი დააარსა. ეს უკანასკნელი მცირე ბიზნესებს ტრენინგებს, კონსულტაციებს, ფინანსურ დახმარებასა თუ მედიამხარდაჭერას სთავაზობს, რაც თავის მხრივ ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამის ნაწილია სტარტაპ ისტორიები, ბლოგების სერია, რომლითაც თიბისი საზოგადოებას აქტიურად აცნობს ახალბედა ინოვაციურ კომპანიებს დიდი მიზნებით.

CARTUNE-ი არის სტარტაპი, რომელიც ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის ურთიერთობას ამარტივებს. უფრო კონკრეტულად, ეს პატარა კომპანია ქმნის და ავითარებს ავტოსახელოსნოების შესადარებელ პლატფორმას, სადაც შედარების მთავარი კრიტერიუმებია: ფასი, სანდოობა, ადგილმდებარეობა და თავისუფალი დრო. Სანდოობას მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს, სასურველი სახელოსნოს შერჩევის შემდეგ კი ვიზიტის დაჯავშნაა შესაძლებელი.

“CARTUNE-ის მისიაა, საავტომობილო მომსახურების სფერო გაცილებით პოზიტიური, ცოცხალი, სანდო და ფერადი გავხადოთ. Პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ავტოხელოსნებს ფართო აუდიტორიასთან მიწვდომაში ვეხმარებით, ხოლო მძღოლებს იმ პრობლემებს ვუგვარებთ, რომელიც მათ ყოველდღიურობას სტრესულსა და უსიამოვნოს ხდის”,- გვიყვება თომა ფირცხელანი, CARTUNE-ის CEO და თანადამფუძნებელი.

გუნდს ყოველთვის უნდოდა, რაიმე ჭეშმარიტად ღირებული შეექმნა და ადამიანების ცხოვრება უფრო მარტივი და ბედნიერი გაეხადა. Სწორედ ამ დროს შეიტყვეს სტარტაპ აქსელერატორი Startup Drive-ის შესახებ, რომელშიც CARTUNE-მა კომპანია Tegeta-სგან 100,000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 85% წლოვანებით 10 წელზე ძველია. Ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ნათელია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ავტომობილის, როგორც ფუფუნების საგნის შეძენა ბიუჯეტურად ურჩევნია. გამომდენარე აქედან, მისი შეკეთება და გამართვაც მცირე და საშუალო ავტოსახელოსნოებზე მოდის.

CARTUNE ჰყავს არაერთი ლოკალური კონკურენტი. თუმცა სტარტაპს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ როდესაც სხვა ბიზნესებმა თავიანთ სამიზნედ მოსახლეობის ის შეძლებული 15% აირჩიეს, CARTUNE-მა არჩევანი შეაჩერა ადამიანებზე, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ.

CARTUNE თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერილ პროექტ “სტარტაპ პრე-აქსელერატორშიც” მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალი მენტორების დახმარებით სტარტაპ განათლების ინტენსიური პროგრამა გაიარა. გუნდი აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობას მათი წარმატების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ასახელებს.

CARTUNE-ის სამომავლო გეგმები პლატფორმის განვითარებას, დახვეწას, მომხმარებლების ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებასა და გლობალური ბაზრისთვის მზადებას უკავშირდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები