მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Startup Drive - სააქსელერაციო პროგრამა საავტომობილო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებისათვის

61efd63d40fc7
სალომე ჭიპაშვილი
30.01.22 11:49
5281
კომპანია Future Laboratory-მ სატრანსპორტო მიმართულებით, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის, მასშტაბური პროექტი დაიწყო. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Future Laboratory-ს დამფუძნებელმა, ირაკლი ქაშიბაძემ ისაუბრა.

Startup Drive - ასე ეწოდევა სააქსელერაციო პროგრამას, რომელიც საავტომობილო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს გააერთიანებს და მათ მისცემს შანსს საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ.

პროექტის ფარგლებში ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს 3-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამისათვის მნიშვნელოვანია მათ ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების, გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა მსგავსი მიმართულებით პროექტების განვითარების სურვილი ჰქონდეთ.

„სტარტაპ აქსელერაციის პროექტისთვის ავტო მიმართულება ახალია, თუმცა ეს სფერო საკმაოდ ინოვატორულია. ამ კუთხით ქვეყანაში ბევრი სტარტაპი ფუნქციონირებს და ვიმედოვნებ, რომ დაინტერესება მაღალი იქნება. ეს პროექტი რეალურად არის შანსი სტარტაპებისთვის, რომ საკუთარი იდეა აქციონ რეალობად და დაიწყონ საოცნებო ბიზნესი“, - აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.

აქსელერაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები პროტოტიპის შესაქმნელად 5 000-ლარიან ინვესტიციას მიიღებენ. გამარჯვებული სტარტაპებისთვის საპრიზო ფონდი 200 000 ლარია. პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში სტარტაპებს შეეძლებათ ისარგებლონ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს „ფაბლაბის“ ინფრასტრუქტურით, ასევე მათ „თეგეტა ჯგუფის“ სპეციალისტებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და გარკვეულ ტექნიკურ და საზომ აპარატურასზე წვდომა ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები