დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენციაა.
მისივე თქმით, ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ყველა ბავშვს „დელტა" შტამი არ აქვს.
„ზოგადად, ტენდენცია გვაქვს ბავშვებში ინფიცირების ზრდის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, რომ ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის, თუმცა ყველას "დელტა" შტამი არ აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.