მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაბალი ხელფასის მიმღებთა რაოდენობა მცირდება - PMC კვლევითი ცენტრი

64842d8e77a71
მარიამ ვარადაშვილი
10.06.23 12:00
837
PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი სოფო ბასილიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დაბალი ხელფასის მიმღებთა რიცხვი მცირდება და ამას შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისიტიკა მიუთითებს.

კერძოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელთაც ხელფასი 0-599 ლარი ჰქონდათ 190 ათასი შეადგინა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მათი რიცხვი 37 ათასით, ანუ 16%-ით არის შემცირებული. ამას გარდა, I კვარტალში ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ 886 ათასი შეადგინა, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მათი რაოდენობა 25 ათასით [3%-ით] არის გაზრდილი.

“დინამიკას თუ შევეხდავთ მცირდება დაბალი ხელფასის მიმღებთა კატეგორია და მაღალი ხელფასის მიმღებთა რაოდენობა უფრო იზრდება. სტატისტიკას როცა ვაკვირდებით იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ხელფასი 0-600 ლარის კატეგორიაში აქვთ მცირდება, თუმცა მათი წილი მაინც მაღალი რჩება და აპრილის მონაცემებით, 19%-ს აღწევს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, დინამიკა შემცირების აქვს. ეს შემცირება სამუშაო ძალის დეფიციტს უკავშირდება და კომპანიებს ხელფასის ზრდა უწევთ იმისთვის, რომ შესაბამისი კადრები მოიძიონ”,-ამბობს სოფო ბასილიძე BMGTV-ის ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები