მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stellantis და Samsung SDI ინდიანაში EV ბატარეების ქარხანას ააშენებენ  - ინვესტიცია $3,2 მილიარდია

Dodge

Samsung SDI და ავტომწარმოებელი კომპანია Stellantis  $3,2 მლრდ ინვესტიციით ინდიანაში, კოკომოში ელექტრო ავტომობილების ბატარეების ახალ ქარხანას ააშენებენ, ამაზე განცხადება ოთხშაბათს გაკეთდა.

ავტომწარმოებელი კომპანიისთვის, ისეთი მოდელების შესაქმნელად, როგორიცაა Ram-ის და Dodge-ის ელექტრო ვერსიები, EV ბატარეების ქარხნების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

Stellantis-ის და Samsung SDI-ის ერთობლივი პროექტის, StarPlus Energy-ს ფარგლებში აშენებული საწარმო, რიგით მეორეა, რომელსაც კომპანიები ერთობლივად ააშენებენ. Stellantis-ის ინფორმაციით,  ორი ქარხანა 2800 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

პირველი ობიექტი, 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხანა ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. წარმოების დაწყება კი 2025 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. მეორე ქარხანა, EV ბატარეის წარმოებას, სავარაუდოდ 2027 წლის დასაწყისში დაიწყებს.

 "ჩვენი ბატარეის ეკოსისტემა ჩვენი ელექტრიფიკაციის სტრატეგიის საფუძველია და ჩვენმა დიდმა პარტნიორებმა Samsung SDI-მ, ინდიანას შტატმა და ქალაქ კოკომომ შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი რიგით მეექვსე ბატარეის ქარხანა გაგვეთავსებინა”, - თქვა Stellantis-ს COO-მ მარკ სტიუარტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები