მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტიქიასთან საბრძოლველად საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება - კობახიძე

უამინდობა

ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დიდთოვლობით გამოწვეულ სტიქიასთან საბრძოლველად უწყებების სრული მობილიზებაა საჭირო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში, ისევე როგორც დღეს, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

„არის დიდთოვლობა რამდენიმე რეგიონში, საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც, არის მაქსიმალური მობილიზება და მომდევნო დღეების განმავლობაშიც ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე დიდთოვლობიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები