მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტიქიის გამო, აშშ-ში 12,500-მდე ფრენა გადაიდო/გაუქმდა

ფრენა

მძლავრი შტორმების გამო, აშშ-ის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლა პარალიზებულია, რამაც ქვეყანაში 12,500-ზე მეტი რეისის დაგვიანება ან გაუქმება გამოიწვია.

სტიქიამ, რომელიც ქვეყნის რამდენიმე საკვანძო რეგიონს ერთდროულად დაატყდა თავს, სერიოზული პრობლემები შეუქმნა უმსხვილეს სატრანსპორტო ჰაბებს, მათ შორის ჩიკაგოს, ნიუ-იორკისა და ატლანტას აეროპორტებს.

სტიქიის ფონზე, ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ფრენების განრიგი რადიკალურად შეეცვალათ, რამაც ათიათასობით მგზავრის გეგმები არია.

მეტეოროლოგების პროგნოზით, არახელსაყრელი ამინდი მომდევნო 48 საათის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც ნიშნავს, რომ შეფერხებების რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

გარდა საჰაერო ტრანსპორტისა, პრობლემები შეიქმნა სახმელეთო გადაზიდვებზეც, რამაც შესაძლოა ლოგისტიკური ჯაჭვის მცირე შეფერხებებიც გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები