მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებს ₾122 მლნ გამოეყოფა - ყველაზე მეტი თანხა ოზურგეთისთვისაა გათვალისწინებული

ოზურგეთი

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტებს 122 მლნ ლარი გამოეყოფა. შესაბამისი განკარგულება 9 სექტემბერს მთავრობამ გამოაქვეყნა.

„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 122 952 000 ლარისა“, - წერია მთავრობის განკარგულებაში.

მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გათვალისწინებულია ოზურგეთისთვის - 10 562 000 ლარი; ჩოხატაურისთვის - 6 366 000 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის (5 941 000 ლარი); ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის (5 855 000 ლარი); ჭიათურისთვის (5 738 000 ლარი); ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის (5 170 000 ლარი).

ცნობისთვის, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებისთვის ამ დრომდე 104 877 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები