ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა გამოთქვა იმედი, რომ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი გახდება. თეთრ სახლში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ვიტკოფმა განაცხადა - “ჩემი ერთადერთი სურვილია, ვნახო, როგორ გახდება პრეზიდენტი ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი”.
სამთავრობო კაბინეტის შეხვედრაზე გაჟღერებული ამ განცხადებას გარშემომყოფების აპლოდისმენტი მოჰყვა. თუმცა ეს გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ნობელის პრემიაზე ტრამპის წარდგენა სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო და ვიტკოფის მსგავსად, იგივე პოზიცია ტრამპის კაბინეტის არაერთმა წევრმა გააჟღერა.
აღსანიშნავია, რომ ვიტკოფი არ არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენა სურს. ინიციატივას მხარს ისრაელისა და პაკისტანის ლიდერებიც აქტიურად უჭერენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ნობელის ნორვეგიული კომიტეტის არაერთმა წევრმა ტრამპისთვის ჯილდოს გადაცემა კატეგორიულად გამორიცხა. ისინი ტრამპს ქვეყნის მართვის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და სამშვიდობო შეთანხმებებში პრეზიდენტის რეალურ როლს ეჭვის ქვეშ აყენებენ.




























