მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების უკან რუსეთი იდგა

მალაიზიური

მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის დამრღვევად ცნო.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს მალაიზიური თვითმფრინავი ჩამოგდების უკან რუსეთი იდგა. რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ, ბორტზე ასევე იმყოფებოდა ავსტრალიის 28 მოქალაქე. თუმცა სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მეტწილად მაინც სიმბოლურია, რადგან უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღასრულებს.

Malaysia Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნით, თვითმფრინავი რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო დანადგარით ჩამოაგდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები