მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტრატეგიული პარტნიორობა ბევრს არაფერს ნიშნავს“ -  გამყრელიძე საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობაზე

სი

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში მამუკა გამყრელიძემ BMGtv-ის გადაცემაში ‘ანალიტიკა’ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩინელები ცერემონიების ხალხია და ჩინ-მედლების ჩამოკიდება უყვართ, რეალურად კი სტრატეგიული პარტნიორობა ბევრს არაფერს ნიშნავს.

„სტრატეგიული პარტნიორობა გადამეტებული ყურადღებაა ჩვენთვის ჩინეთის მხრიდან, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინელები ცერემონიების ხალხია, უყვართ ჩინ-მედლების  ჩამოკიდება.

რეალურად სტრატეგიული პარტნიორობა არაფერს ნიშნავს დედამიწის ზურგზე, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი არის 21-ე საუკუნის გლობალური ყოვლისმომცველი პარტნიორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის - ეს ლამაზი სიტყვების იქით არაფერია, გარდა ეკონომიკური ურთიერთობებისა, რადგან ერთმანეთი სჭირდებათ.

ჩვენთვისაც განსაკუთრებით რაიმეს მომცემი არ იქნებოდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, რომ ეს ტექსტი დაწერილია ჩინელების მიერ და ჩვენებს საერთოდ არ წაუკითხავთ და პოლიტიკურ ნაწილში ის არის დაწერილი, რაც ჩინელებს უნდოდათ რომ ყოფილიყო“, - განაცხადა მან.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ასევე თქვა, რომ გაუგებარია, როგორ უნდა მოვიდეს თანხვედრაში ჩინური განვითარების წესი და საქართველოს დემოკრატია, რადგან ჩინეთი ყველაფერთან ერთად ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგია.

„სტრატეგიული პარტნიორობა კარგია თუ ის ეკონომიკურ ასპექტს ეხება. პოლიტიკურ ასპექტში კი გარკვეული შეხება შეიძლებოდა, რომ ჩვენ ურთიერთპატივისცემით ვექცევით ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამით შეიძლებოდა პოლიტიკური ნაწილი შემოფარგლულიყო, მაგრამ ტექსტი, რაც ვნახეთ სხვა აღმოჩნდა - იქ ღრმად არის შეტოპილი.

აბსოლუტურად არასაჭირო პუნქტებია და განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობის ნაწილში, რომელშიც მთლიანად არის გადმოხატული სი ძიმპინის ინიციატივები და ამ ინიციატივებზე აღმატებული ხარისხით წერია, რომ ჩვენ ვიზიარებთ და მივყვებით ამ ინიციატივებში - ეს განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემას ეხება. ჩინური გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, ჩვენთვის არ არის მისაღები - გაეროს წესდებიდან არის ამონარიდი, მაგრამ იმას ჩინეთი თავის ინტერპრეტაციას უკეთებს, ისე რომ ის წინააღმდეგია ნატოს გაფართოების და საზოგადოდ სამხედრო ალიანსების წინააღმდეგია.

რანაირად უნდა მოვიდეს თანხვედრაში ჩინური განვითარების წესი და ჩვენი დემოკრატია ვერ ვხვდები და ალბათ ხელისუფლება აგვიხსნის“, - განაცხადა  მამუკა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები