მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა" - კობახიძის მიმართვა აბიტურიენტებს

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს მიმართავს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, თქვენი მრავალწლიანი შრომა და ძალისხმევა შესაბამის შედეგს გამოიღებს. მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან. განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა. კიდევ ერთხელ მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!“ - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

2026 წლის საგამოცდო საგნების დეტალური კალენდარი ასე გამოიყურება:

აბიტურიენტთა გამოცდების განრიგი:

  • 2 ივლისი: ქართული ენა და ლიტერატურა (I და II სესია); ოსური ენა (I სესია)
  • 3 ივლისი: ქართული ენა და ლიტერატურა (I და II სესია)
  • 6 ივლისი: ინგლისური ენა (I და II სესია)
  • 7 ივლისი: ინგლისური ენა (I და II სესია)
  • 8 ივლისი: რუსული, გერმანული და ფრანგული ენები (I სესია)
  • 10 ივლისი: მათემატიკა (I და II სესია)
  • 13 ივლისი: ისტორია (I და II სესია)
  • 14 ივლისი: ისტორია (I სესია); ქიმია (II სესია)
  • 15 ივლისი: სამოქალაქო განათლება (I სესია)
  • 16 ივლისი: ბიოლოგია (I სესია)
  • 17 ივლისი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (I სესია); ზოგადი უნარები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (I სესია)
  • 20 ივლისი: გეოგრაფია (II სესია)
  • 21 ივლისი: ლიტერატურა (I სესია)
  • 22 ივლისი: ფიზიკა (I სესია)

რაც შეეხება სხვა გამოცდებს

  • მასწავლებელთა გამოცდები: პედაგოგები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსი: ჩატარდება 17 ივლისს.
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა: მაგისტრანტობის კანდიდატები გამოცდებს 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები