"სტუ მიქანაძის დაარსებული არ არის! ნუ გვართმევთ იდენტობას!", - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ამ წუთებში მოქალაქეები ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი და განათლების მინისტრის პოსტზე მყოფი გივი მიქანაძის დღევანდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება იგეგმება.
აქციის მონაწილეები განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება საფრთხეს უქმნის აკადემიურ დამოუკიდებლობასა და ისტორიულ იდენტობას. პროტესტი მიმდინარეობს ლოზუნგით - „დაიცავი განათლება!“
მათივე ინფორმაციით, დღეს, 29 იანვარს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსის ეზოშიც გაიმართება.
აქციის მონაწილეები გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ და ხაზგასმით აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის ცვლილებები ფართო აკადემიური და საზოგადოებრივი განხილვის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს.
წყარო: Kalandia Berdia




























