მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Student Hunt - ფასდაკლებების სუპერაპლიკაცია ქართველი სტუდენტებისთვის

რა გამოარჩევს early adapter ის თაობას და როგორ შეიძლება მათი გულის მოგება ეს ცალკე ამბავია, თუმცა რაც ყველა კომპანიისთვის გასათვალისწინებელია ის არის, რომ Gen Z, ანუ 1997 -2012 წლებში დაბადებულების თაობა ამა თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების შეძენამდე ჯერ კომპანიას სწავლობენ. Z თაობის დაახლოებით 50% ისეთ კომპანიებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც ნივთების კლასიფიცირებას სქესის მიხედვით არ ახდენს. ამავე დროს 70%-ზე მეტი უარს ამბობს ისეთ პროდუქტსა თუ სერვისზე, რომელიც ჰომოფობიური ან რასისტული განცხადებების მატარებელია. სწორედ Z თაობის განსხვავებულმა მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ ტრენდები, რომლებიც წლების წინ აქტუალური იყო, დღეს მნიშვნელობას კარგავს. იმ კომპანიებს კი, რომლებსაც ამ თაობის წარმომადგენლების ყურადღების მიქცევა სურთ, მათ ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი აუცილებლად პერსონალიზებული გზით უნდა შესთავაზონ. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს რეალობა კარგად გაითავისა სანდრო კანდელაკმა და კიდევ რამდენიმე პარტნიორთან ერთად ახლახანს შექმნა პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს მათთვის საყვარელი ბრენდების ერთ სივრცეში პოვნაში ეხმარება.

სტუმარი: სანდრო კანდელაკი - Student Hunt-ის თანადამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები