მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტური სესხების ჩამოწერაზე რვა მილიონმა ამერიკელმა მოგვმართა - ბაიდენი

634e6a4152eda
გიორგი არონია
19.10.22 00:06
786

ამ დრომდე, სტუდენტური სესხების ჩამოწერის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი რვა მილიონმა ამერიკელმა შეიტანა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პრესკონფერენციაზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის შეფასებით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან აღნიშნული პროგრამით სარგებლობა 40 მილიონამდე მოქალაქეს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური სესხების ჩამოწერის სახელმწიფო გეგმა, რომელიც $125 ათასზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე პირებისთვის (და $250 ათასზე ნაკლები - წყვილებისთვის) $20 ათასამდე მოცულობის სესხების ჩამოწერას ითვალისწინებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჯერ კიდევ აგვისტოში წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ამ შემოთავაზებას ხელგაშლილად შეხვდნენ, როგორც დემოკრატიულ პარტიაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში - ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ერთ თვეში შუალედური არჩევნების სახით მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

თუმცა არსებობს მეორე მხარეც, ბაიდენის მიერ ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსებს, რომლებიც აღნიშნული საქმის გამო სასამართლოს მიმართავენ, მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, კონგრესის თანხმობის გარეშე, ქვეყანა ამგვარი ფისკალური რისკის წინაშე დააყენოს. ამასთანავე, კრიტიკოსთა აზრით, ამგვარი კანონპროექტი, ისტორიულად მაღალ ინფლაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კონგრესის საბიუჯეტო ოფისის დათვლებით, აღნიშნული პროგრამა აშშ-ის ხაზინას სულ მცირე $400 მილიარდი დაუჯდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები