მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუმრების 70% ტურისტია. მათგან ყველაზე მეტი ჩინეთიდან და ყაზახეთიდან - მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ია თარხან-მოურავი BM.GE-სთან გასულ წელს აფასებს და მიმდინარე წლის გეგმებზე საუბრობს.

მისი თქმით, გასული წელი სტაბილურობის წელი იყო და სრული დატვირთვით მუშაობდნენ. ამასთან, მათი ერთ-ერთი სივრცე „ანდერვილ კლუბიც“ აქტიურად დატვირთული იყო.

„ჩვენი სტუმრების 70% ტურისტები, ხოლო 30% ადგილობრივი მოსახლეობა იყვნენ. საერთაშორისო სტუმრებს შორის, დიდი ჯგუფებით აქტიურობდა ჩინეთი და ყაზახეთი. პანდემიის შემდეგ, ქართველი მომხმარებლებიც ძალიან არიან გააქტიურებული. ადგილობრივები ძირითადად შაბათ-კვირას გვსტუმრობენ, ხოლო სამუშაო დღეებში, ძირითადად ტურისტები ჭარბობენ.

2023 წელს, ყველა რესურსი ინფრასტრუქტურული განახლებისკენ მივმართეთ, მათ შორის ლანდშაფტის ნაწილშიც. წელს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია, რადგან რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ, რუსთაველისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნება. საბაგიროს მშენებლობის დაწყებას 10-12 წელია ველოდებოდით. მშენებლობა დაწყებულია და 2024 წელი გახსნის თარიღია. მოლოდინი იყო ივნისის ან ივლისის ბოლო, მაგრამ გახსნის თარიღი სავარაუდოდ ზაფხულს არ გასცდება. ამასთან, საბაგიროს მშენებლობას ველოდით, რადგან მის მიმდებარედ, სადაც ტირების ზონა იყო, წელს ტირების ახალი ზონა ავაშენეთ და ახალი და ძველი თამაშები დავამატეთ. ხოლო, ძველი ტირების ზონის ადგილას ე.წ. ფუდ-კორტი განთავსება, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს. "ფუდ-კორტს" სავარაუდოდ საბაგიროსთან ერთად გავხსნით,“- აცხადებს თარხან-მოურავი.

მისივე თქმით, 2024 წელს, გასული წლის მსგავსად მთაწმინდაზე არაერთი ფესტივალი გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები