მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტუმრების დიდი ნაწილი გერმანიიდან და ტაილანდიდან არის“ -სასტუმრო "ლაჰილი"

6481f6f2afb35
თათია ჩაფიჩაძე
09.06.23 01:00
940
სასტუმრო "ლაჰილის" მფლობელი ლევან დადვანის ინფორმაციით, ზაფხულის ტურისტული სეზონი სვანეთში მაისიდან დაიწყო და ამ ეტაპზე სასტუმროს ჯავშნები 20-30%-ს აღწევს. როგორც დადვანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა სტუმრების დიდი ნაწილი გერმანიიდან და ტაილანდიდან არის.

„ზაფხულის სეზონი ცოტა ადრე დაიწყო, მაისიდან შეინიშნება ხალხის შემოდინება და ნელ-ნელა იმატებს. ამ ეტაპზე უფრო მეტად აქტიურობენ ევროპის ქვეყნები მაგალითად გერმანიიდან არიან ბევრნი და ასევე არიან ტაილანდიდან, ეს ბაზარი მზარდია ბოლო პერიოდის განმავლობაში. სვანეთი ევროპელი ტურისტებისთვის უფრო საინტერესოა, რადგან ქუთაისთან შედარებით ახლოს არის და ადვილად ამოდიან, საშუალოდ 2-3 ღამე რჩებიან. რუსებიც არიან, თუმცა მათი წილი სვანეთის ტურიზმში დიდი არ არის.

რაც შეეხება ფასებს, წინა წელთან შედარებით დიდად არ გაზრდილა. ყველა საფასო სეგმენტს შეხვდებით 30 ლარიდან 500 ლარამდე, თუმცა უმეტესად ფასი 100-200 ლარის ფარგლებშია. 2014 წელს „ბუქინგზე“ სულ 5 სასტუმრო იყო, დღეს 300-ზე მეტია. წელს მოლოდინი გვაქვს, რომ მაჩვენებლები 2019 წლიან ნიშნულს მიაღწევს. ზაფხულისთვის 20-30%-მდე ჯავშნებისა უკვე მიღებული გვაქვს, თუმცა ძირითადად 2-3დღით ადრე ხდება დარეზერვება.

რადიკალური ცვლილებები არაფერია, არც უარყოფითი და არც დადებითი. ელექტროენერგიის მხრივ ზაფხულში პრობლემები არ გვაქვს, პრობლემა იყო სამანქანო გზა ზუგდიდიდან მესტიამდე და წინა დღეებში ვნახე, რომ შეკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს რაც მისასალმებელია.“ - განაცხადა დადვანმა.

მესტიაში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. როგორც M.T.A Mestia-ში განმარტავენ, 8 ივნისიდან, ჰაწვალისა და ზურულდის საბაგიროები, ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს ვიზიტორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები