მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირება ყველა მიმართულებით ხელს უწყობს დარგის განვითარებას - ირაკლი კობახიძე

რთველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სუბსიდირება ყველა მიმართულებით ხელს უწყობს დარგის განვითარებას. BMG კობახიძისგან დაინტერესდა, თუ როდის იგეგმება სუბსიდირების შეწყვეტა.

„სუბსიდირებას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ აქ ფაქტობრივად ვერევით ფასწარმოქმნაში, მაგრამ პლუსი არის ის, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ მევენახეებისთვის, გლეხებისთვის ყურძენზე ფასის ზრდას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. კახელი მევენახე არის ჩვენი თანამოქალაქე და ჩვენს ინტერესებშია, რომ მისი შემოსავალი გაიზარდოს, თორემ შეგვიძლია არ განვახორციელოთ სუბსიდია და ამ შემთხვევაში ისინი მიიღებენ ნაკლებ შემოსავალს“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერი ირწმუნება, რომ ყურძნის მოსავალი და ხარისხი გაზრდილია და ეს შესაბამისად აისახება ქართული ღვინის ექსპორტზე.

„რაც შეეხება მთლიან სურათს და ხარისხს, არამარტო მოცულობით არის გაზრდილი მოსავალი, არამედ ხარისხობრივადაც. ქართული ღვინის ხარისხიც გაზრდილია. წინა ხელისუფლების პირობებში იყო უამრავი შემთხვევა, როცა თეთრ ღვინოსაც კი წითლად ღებავდნენ პირდაპირ და ასე იყიდებოდა ბაზრებზე. დღეს ეს აღარ ხდება, რადგან მოსავლის რაოდენობა და ხარისხი არის გაზრდილი. სუბსიდირება ყველა მიმართულებით ხელს უწყობს დარგის განვითარებას. თუმცა მინუსები ამ ყველაფერს აქვს და ჩვენი ინტერესია, რომ კახელ მევენახეს და არამხოლოდ, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი საკუთარი შრომიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად ჩაიბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები