მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირების მექანიზმი, რომელიც ბაზარს ავითარებს, ეფექტიანია - გელა ხანიშვილი

63c687625e89d
თინათინ ნატმელაძე
17.01.23 15:29
339
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა BM.GE-თან საუბრისას განაცხადა, რომ სუბსიდირების ის მექანიზმი, რომელიც ბაზარს ავითარებს, სწორი და ეფექტურია.

„2022 წელი ძალიან წარმატებულად დავამთავრეთ, 105-107 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა, რაც ძალიან მკვეთრი ზრდაა, ღვინისგან მიღებული შემოსავალი 300 მილიონ დოლარს მიუახლოვდა და ამავე დროს, 150 მილიონამდე სპირტიანი სასმელი გაიყიდა, ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ სუბსიდირების ის მექანიზმი, რომელიც ბაზარს ავითარებს, ეფექტიანია.

ბაზრების განვითარება, დივერსიფიცირება და გასაყიდი პროდუქციის დაფარვა ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენ 2022 წელს დაახლოებით 40 მილიონი ლარი დავზოგეთ, ანუ სახელმწიფოს არ მოუწია, რომ ეს თანხა დაეხარჯა, კერძო სექტორმა ჩაანაცვლა და იყიდა ყურძნის თითქმის აბსოლუტური რაოდენობა, მომავალ წლებში ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას იქ, სადაც საჭირო იქნება“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები