სუეცის არხი უზარმაზარ საკონტეინერო გემს - Ever Given-ს აქვს ბლოკირებული. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ოთხი ფეხბურთის სტადიონის ზომის გემი ეგვიპტის სუეცის არხში შევიდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო მარშრუტი ჩაკეტა. ამის მიზეზი ქარი და უამინდობა გახდა, რის გამოც გემმა კურსი დაკარგა და გაიჭედა.
ინციდენტის ამსახველი კადრები თანამგზავრიდანაც გადაიღეს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ აქვს გემს არხი ჩაკეტილი .
ამჟამად ერთი საკონტეინერო გემის გამო გაჩერებულია ათობით გემი, მათ შორის ნავთობტაკერები. ამის გამო, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდაც დაიწყო.
ეგვიპტის მთავრობამ არხის ძველი გასასვლელი გახსნა, რათა გემების ტრაფიკის ნაწილი იქით მიემართა მანამ, ვიდრე უზარმაზარ საკონტეინერო გემს არხიდან გაიყვანენ. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.
Ever Given-ი, რომელიც პანამაშია რეგისტრირებული ჩინეთიდან ხმელთაშუაზღვაში მიცურავდა. 200 000-ტონიანი გემი 2018 წელს შეიმქნა, ის ტაივანურ სატრანსპორტო კომპანია Evergreen Marine-ის მფლობელობაშია.




























