მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუეცის არხში სატვირთო ხომალდი გაიჭედა

63bbcf4d2eb43
გიორგი თოლორდავა
09.01.23 12:27
1148
სუეცის არხში სატვირთო ხომალდი ისევ გაიჭედა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხომალდი Glory ფსკერზე დაჯდა, რის გამოც ის ვეღარ ახერხებს მანევრირებას.

მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ამჟამად სუეცის არხის შედარებით ფართო მონაკვეთთანაა გაჭედილის, რისი წყალობითაც სხვა გემები მის გვერდის ავლას და შეუფერხებლად გადაადგილებას ახერხებენ, თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ გემის გათავისუფლების პროცესმა ნაკადის შენელება გამოიწვიოს.

სუეცის არხის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა. 200-კილომეტრიან არხზე გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების 30%-ს მოდის, რაც საერთო გლობალური ვაჭრობის 12%-ია და მისი წლიური მოცულობა 1 ტრილიონ დოლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს 220,000-ტონიანი სატვირთო ხომალდი Ever Given-ი სუეცის არხში ექვსი დღის განმავლობაში იყო გაჭედილი, რამაც არხის პარალიზება და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულმა ინციდენტმა მაშინ, ერთ კვირაში თითქმის 60 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა შეაფერხა.