მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადამზიდავმა კომპანიებმა წითელი ზღვიდან $35 მილიარდის ტვირთი გადაამისამართეს

გემი

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციისა და ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა წითელი ზღვიდან გემების გაყვანის და სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის კონტინენტის შემოვლითი გზის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ ეტაპზე გადამისამართებული ტვირთის მოცულობა 35 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად ყოველ საათში იზრდება, რადგან შემობრუნებული გემების რაოდენობა იმატებს და მათი რიცხვი უკვე 100-ს უახლოვდება.

წითელი ზღვიდან გემების გადამისამართება პირდაპირ კავშირშია იემენის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სატვირთო გემებზე მიყენებულ ზიანთან. თავად ჰუსიტების ქმედება ისრაელისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ჰამასს და ყველაფერს გააკეთებენ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების დასაცავად, მათ შორის, იერიშს მიიტანენ ზღვაში მცურავ სატვირთო გემებსა და ტანკერებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები