მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა

ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის დედაქალაქში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატის ვიზიტი პირდაპირ კავშირშია ღაზის სექტორში კონფლიქტის გამწვავებასთან და ისრაელის მხრიდან არაპროპორციული სამხედრო ზომების გამოყენებასთან.

როგორც თეთრი სახლის განცხადებიდან ირკვევა, ბლინკენი ვითარების განეიტრალებას და ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას შეეცდება, რათა ღაზის სექტორის უდანაშაულო მოსახლეობამ დახმარების მიღება შეძლოს.

ამჟამად ღაზის სექტორი სრულ სამხედრო ბლოკადაშია და ისრაელის შეიარაღებული ძალები ჰამასის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის იარაღს იყენებენ. მოგეხსენებათ, ღაზის სექტორი 365 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ტერიტორიაა, სადაც დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ამ მაჩვენებლით კი ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული წერტილია.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას უდანაშაულო მსხვერპლიც მოჰყვება, რის გამოც ისრაელს მეზობელი სახელმწიფოების ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები