დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 343,720 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 338,586-ია.
NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 92,475-ს შეადგენს.
23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1411 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 1132 პაციენტი, ხოლო ვირუსმა 17 პირი იმსხვერპლა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6848 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 269 მოქალაქე, ხოლო
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.




























