მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის" წინააღმდეგ გაიფიცნენ - განცხადება

სულხან-საბას უნივერსიტეტი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის" გაპროტესტების მიზნით, გაიფიცნენ. ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სიამაყით ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას და ვიწყებთ გაფიცვას.

ახლა ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ვიყოთ - რუსთაველია. ორშაბათიდან არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში. აღნიშნულით, გვსურს მკაფიოდ გამოვხატოთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთიანობა და სწრაფვა ევროპისკენ და ამ ნების გამოსახატავად გამოსული ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევებს, დაშინებებსა და დაკავებებს ჩვენი საერთო, სტუდენტური ხმით დავუპირისპირდეთ",- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები