მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Super Micro-ს თანადამფუძნებელს NVIDIA-ს სანქცირებული ჩიპები ჩინეთში შეჰქონდა – გამოძიება

ჩიპი

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა ოფიციალური ბრალდება წარადგინეს Super Micro Computer-ის (SMCI) თანადამფუძნებლის და ვიცე-პრეზიდენტის, იჰ-შიან ლიავის წინააღმდეგ.

გამოძიების თანახმად, მაღალჩინოსანი მონაწილეობდა თაღლითურ სქემაში, რომლის მიზანიც NVIDIA-ს მაღალტექნოლოგიური AI-ჩიპების ჩინეთში ფარული რეექსპორტი იყო, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობისა და საექსპორტო კონტროლის უხეში დარღვევაა.

სამთავრობო დოკუმენტების მიხედვით, სქემა ითვალისწინებდა ჩიპების თავდაპირველ გაყიდვას მესამე ქვეყნებში, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში რეგისტრირებულ ფიქტიურ კომპანიებზე. ამის შემდეგ, პროდუქცია ჩინეთში იგზავნებოდა, სადაც მას სამხედრო დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის იყენებდნენ.

პროკურორების განცხადებით, Super Micro-ს თანადამფუძნებელი პირადად კურირებდა ლოგისტიკურ ჯაჭვს და ხელს უწყობდა დოკუმენტაციის გაყალბებას, რათა ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი დაეფარა და აშშ-ის სანქციებისთვის გვერდი აეარა.

ინვესტორები შიშობენ, რომ ეს სკანდალი NVIDIA-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ აყენებს, რაც Super Micro-ს ბიზნესმოდელის საფუძველია. თავად NVIDIA-მ განაცხადა, რომ ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და მკაცრად გმობენ ნებისმიერ მცდელობას, რაც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევას მოიაზრებს.

აღსანიშნავია, რომ ამბის გავრცელებისთანავე Super Micro-ს აქციების შეფასება თითქმის 20%-ით დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები