მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუპერმარკეტების ქსელი "ვილმარტი" ყველაზე მასშტაბური ფილიალის გახსნის ერთი წლის თავს აღნიშნავს

648ff55f12193
თინათინ ნატმელაძე
19.06.23 11:00
997
სუპერმარკეტების ქსელი "ვილმარტი", რომელიც ბათუმში პირველად 2003 წელს გამოჩნდა, მისი ყველაზე მასშტაბური, აღმაშენებლის ფილიალის გახსნიდან ერთი წლის თავს აღნიშნავს - აღმაშენებლის ფილიალის შესაქმნელად კომპანიამ $4 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და აქ 70-მდე ადგილობრივი კადრია დასაქმებული.

20 წლის წინ, ერთი ფილიალით დაწყებულმა ბიზნესმა კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრება დაბალი საფასო პოლიტიკითა და მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციით მოახერხა და როგორც "ვილმარტის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, თორნიკე კუჭუხიძე BM.GE-ის უყვება, მომხმარებლების აზრს დღემდე აქტიურად ითვალისწინებენ, რაც მათი რაოდენობის ზრდასაც განაპირობებს.

"ჩვენი მთავარი ნიშა დასაწყისიდანვე იყო ის, რომ მომხმარებლებს დაბალ ფასს ვთავაზობთ, ამას მათი უკუკავშირიც ადასტურებს - როდესაც ფაქტის წინაშე დგებიან, ხედავენ ჩვენსა და სხვა ქსელებს შორის შესამჩნევ განსხვავებას. ასევე, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მომხმარებლებთან, მათი უკუკავშირის მიხედვით ვმოქმედებთ. ძირითადი სეგმენტი მაინც ოჯახები არიან, რადგან მაღალი ნდობით ვსარგებლობთ", - აცხადებს თორნიკე კუჭუხიძე.

"ვილმარტი" განვითარებას არ წყვეტს, ამჟამად ბათუმში ოთხი ფილიალი აქვთ, თუმცა კომპანიის სამოქმედო გეგმა ჯერ ბათუმის მასშტაბით გაფართოებას, ახალი ტერიტორიების ათვისებას, შემდეგ კი სხვა ქალაქებში შესვლასაც მოიცავს. აქვე, სუპერმარკეტების ქსელში განსაკუთრებულ აქცენტს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლებისთვის მომსახურების სერვისის გამარტივებაზეც აკეთებენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია ამჟამად 300-მდე ადამიანს ასაქმებს, ეს რიცხვი კი წლიდან წლამდე მზარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები