მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუპერმარკეტებს ეკრძალებათ გაყიდონ პროდუქტები, რაც არც სურსათს და არც პირად ჰიგიენას მიეკუთვნება

5fc4d05f69bcb
შოთა ტყეშელაშვილი
30.11.20 15:05
23610

საქართვლოს სავაჭრო სექტორი მთავრობის მიერ ახალი ლოქდაუნის გამოცხაებით დაწესებულ შეზღუდვბზე გადადის. მთავრობის დადგენილებით, რიგი დასახელების საქონლით ვაჭრობა მხოლოდ და მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შეიძლება განხორციელდეს. დადგენილების თანახმად, მაღაზიებს აეკრძალათ გაყიდონ ის პროდუქცია, რაც არც სურსათის და არც პირადი ჰიგიენის კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს აკრძალვა მთავრობის მიერ 26 ნოემბერს დამტკიცებული დადგენილებით არის განსაზღვრული და ის ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.

იურისტების შეფასებით, მთავრობის დადგენილება საკმაოდ ბუნდოვანია და ის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რისი რეალიზაცია ეკრძალებათ და რა საქონლის რეალიზაცია არ ეკრძალებათ მაღაზიებს.

თავისმხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იმ სავაჭრო ობიექტებს, რომელთაც დადგენილების საფუძველზე არ შეეზღუდათ საქმიანობა, არ ეკრძალებათ გაყიდონ ის პროდუქტები, რომლებიც მათ დახლებზე არის განთავსებული, იმისდა მიუხედავად არის თუ არა აღნიშნული პროდუქცია სასურსათო თუ არასასურსათო


თუმცა, თავად მთავრობის დადგენილების მიხედვით, შემდეგი აკრძალვბი არის დაწესებული:

"ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;

ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

დ) პრესის ჯიხურებს.“


სუპერმარკეტების ადმინისტრაციები დღეს დილიდან ცდილობენ გაარკვიონ, რა საქონლის რეალიზაციის უფლება შეუზღუდა მათ საქართველოს მთავრობამ. დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისების სიაში, ჯერჯერობით, არც თამბაქოს ნაწარმი არ წერია, რის გამოც, ზოგიერთმა სუპერმარკეტმა დროებით თამბაქოს ნაწარმის რეალიზებაც შეაჩერა. 

დღეს დილით გავრცელდა მაღაზიათა ქსელ “სუფთა სახლში” გადაღებული ფოტო, რომელიც მომხმარებლებს საახალწლო სათამაშოების რეალიზაციის დროებით შეჩერების შესახებ ატყობინებს, თუმცა მხოლოდ საახალწლო საქონელი არ არის იმ კატეგორიის პროდუქცია, რომელიც არც სურსათს და არც პირადი ჰიგიენის საგნებს არ მიეკუთვნება. ასეთია ჭურჭელი, საოფისე ინვენტარი (ქაღალდები; საწერი კალმები; რვეულები), წიგნები, ელემენტები და სხვა მრავალი დასახელების პროდუქტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები