Galt & Taggart-ის ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, 8 თვეში, სურათების/ნახატების ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, იმპორტი წლიურად 5.2%-ით გაიზარდა.
საინვესტიციო ბანკი საქსტატის ოფიციალური მონაცემებს ეყრდნობა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის აგვისტოში საქონლის ექსპორტი წლიურად 5.9%-ით შემცირდა 603.0 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 10.8%-იანი კლების შემდეგ. ასევე, საქონლის იმპორტი წლიურად 6.9%-ით შემცირდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (-3.6% წ/წ წინა თვეში). შედეგად, აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 7.7%-ით შემცირდა 752.4 მლნ აშშ დოლარამდე.
2025 წლის აგვისტოში მანქანები (-12.6% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+18.0% წ/წ), ფეროშენადნობები (+63.2% წ/წ), სპირტიანი სასმელები (-4.5% წ/წ) და ღვინო (-9.5% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 12.4% ევროკავშირზე მოდიოდა (+58.2% წ/წ), 73.0% დსთ-ზე (-8.7% წ/წ) და 14.6% სხვა ქვეყნებზე (-21.0% წ/წ).
2025 წლის აგვისტოში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-30.4% წ/წ), ნავთობი (+7.0% წ/წ), მედიკამენტები (+14.5% წ/წ), ტელეფონები (-7.2% y/y) წ/წ) და გაზი (-1.6% წ/წ).
"ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 7.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 6.7%-ით გაიზარდა 4.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა და 11.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, სურათების/ნახატების ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, მთლიანი იმპორტი წლიურად 5.2%-ით, ხოლო სავაჭრო დეფიციტი წლიურად 4.2%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში", - ნათქვამია მიმოხილვაში.




























