მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათი 20-30%-ით გაიაფდა და ვფიქრობთ, ფასები კიდევ დაიკლებს - ღარიბაშვილი

641da63492b1f
BM.GE
24.03.23 17:35
1132
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მის მიერ სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის დაანონსების შემდეგ, ბაზარზე სურსათის ფასი უკვე შემცირდა.

“ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სურსათის ფასების შემცირებაზე, უკვე გაიაფდა მას შემდეგ რაც დავაანონსე ჩვენი გეგმა, რომ წარმოგიდგინოთ პარლამენტში ახალი კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს იმპორტიორებს, მიმწოდებლებსა და საცალო ქსელებს შორის ურთიერთობას. ჩვენი ვარაუდით დღეს უკვე 20-30%-ით არის შემცირებული სურსათის ფასები, ძირითად პროდუქტებზე და ჩვენი ვარაუდით კიდევ უფრო დაიკლებს ფასები და ახალ რეალობას შემოვიტანთ,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თებერვალში ეკონომიკური გუნდის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღეს, რომ ფასების “რეგულირებისთვის” ახალ კანონპროექტზე ემუშავათ. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივაზე დაფუძნებული კანონით უნდა მოგვარდეს. თავად ეს დირექტივა კი “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები